კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ივლისში შემოვა შეუზღუდავი რაოდენობით ვაქცინა

მე მგონია, რომ შემთხვევების შემდგომ ზრდას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, ივლისისთვის ველოდებით შემთხვევების კლებას, თან ივლისისთვის უკვე გამოიკვეთა მყარი გარანტიები, რომ შემოვა ძალიან დიდი რაოდენობით ვაქცინები, შეუზღუდავი რაოდენობით, მათ შორის, სხვადასხვა წარმოების ვაქცინები და ქვეყანა შეძლებს რეალურად საყოველთაო ვაქცინაციაზე გადასვლას.

თუ დღეს ვცრით 5000 ადამიანს, მაგრამ მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის განმეორებითი აცრა, მეორე დოზით აცრა, ივლისიდან, ჩემი გაანგარიშებით, დღეში უნდა აიცრას სამჯერ მეტი, დღეში 15 000 ადამიანი, აქედან 8000 უნდა იყოს აუცილებლად პირველადად აცრილი, ხოლო დანარჩენი 7-8000 მეორე დოზით აცრილი, მხოლოდ ასეთ პირობებში შევძლებთ ჩვენ, რომ წლის ბოლოსთვის აცრილი გვყავდეს მოსახლეობის 65%, ამას დაემატება ისინი, ვინ იციან, რომ გადაიტანეს კოვიდი და 200 000 კაცი, რომელმაც არ იცის, რომ კოვიდი გადატანილი აქვს, მაგრამ გადატანილი აქვს და ჩვენ გვექნება ყველა პირობა, რომ წლის ბოლოსთვის პანდემიას გავუმკლავდეთ

თქვა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები