ამნისტიის კანონი

კახაძე: ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სხეული დარბაზშია და ადამიანი გარედან ლაპარაკობს

დიდი მადლობა დარბაზში მსხდომ ყველა ადამიანს, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ – ქვეყანა დემოკრატიის გზაზეა და ყველას აქვს უფლება თქვას ის, რასაც ის თვლის საჭიროდ და ამაში დარწმუნებულია, რომ თავის სიმართლეს მოასმენინებს გარესამყაროს. ისეთი შთაბეჭდილება კი მრჩება ზოგჯერ, რომ სხეული დარბაზშია და გარედან ლაპარაკობს ადამიანი. ჩემთვის ამას აქვს, გარკვეული სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, რაღაცა ნიშან-თვისებების ერთობლიობის გამოხატულება

ქართული ოცნების წევრი, ლადო კახაძე მე-10 მოწვევის პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას

კომენტარები