ამნისტიის კანონი

პარლამენტმა ამნისტიის ახალი პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა უკანონო მოსმენებთან და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტი დაამტკიცა.

პარლამენტის მიერ მიღებული "ამნისტიის შესახებ" პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის ფიზიკური და იურიდიული პირები თავისუფლდებიან, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ასევე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ და გადაცემულ ინფორმაციას.

როგორც კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ეკა ბესელია განმარტავს, ამნისტია არ გავრცელდება პირებზე, რომლებმაც ფარული ჩანაწერები უკვე გამოიყენეს და გაავრცელეს. 

კომენტარები