დიდი შვიდეული

G7: დიდი შვიდეული საერთაშორისო კომპანიებისთვის გადასახადის დაწესებას მხარს უჭერს

G7
Dw

G7-ის ქვეყნებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს საერთაშორისო კომპანიებისთვის გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით. მოცემული შეთანხმება მოიცავს ორ მთავარ პუნქტს:

1. საერთაშორისო კომპანიებს, სულ მცირე, 10% მოგების ზღვარით, მოუწევთ გადასახადების გადახდა იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებენ.

2.  გლობალური მინიმალური კორპორაციული გადასახადის დაწესება, რომელიც შეადგენდეს 15%-ს.

ეს შეთანხმება, რომელიც მოიცავს აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, კანადას, გერმანია, იტალიას და იაპონიას, დააზარალებს ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიცაა Amazon და Google-ი.

"წლობით დისკუსიის შემდეგ, G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ისტორიული შეთანხმებას მიაღწიეს გლობალური საგადასახადო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რათა ის მოერგოს თანამედროვე ციფრულ ერას".- ამბობს გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი.

ამ წესების ცვლილებები განაპირობა ტექნოლოგიური კომპანიების ბუმმა. ამჟამად კომპანიები ადგილობრივ ფილიალებს ისეთ ქვეყნებში ხსნიან, სადაც კორპორაციული გადასახადი არის ნაკლები და, ამიტომ იქ ახდენენ ქონების დეკლარირებას. ეს შეთანხმება ორი გზით ცდილობს ამ პრაქტიკას შეეწინააღმდეგოს: ერთი გზა არის გლობალური მინიმალური კორპორაციული გადასახადის დაწესება და მეორე, საერთაშორისო კომპანიებისთვის გადასახადის გაზრდა ნებისმიერ ქვეყანაში.

კომენტარები