მუშის გარდაცვალაება

ქუთაისში ერთ-ერთ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

bpn.ge

ქუთაისში ერთ-ერთ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ქარხანაში მექანიკოსად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები