დიდი ბრიტანეთი-აშშ

ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედს შეხვდება

ჯო ბაიდენი/ელისაბედ მეორე
CNN

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უინძორის სასახლეში 13 ივნისს უმასპინძლებს.

ელისაბედ მეორეს და აშშ-ს პრეზიდენტისა და პირველი ლედის შეხვედრა დიდ ბრიტანეთში G7-ის სამიტთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.

დედოფლის ქმრის, პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ ეს მსოფლიო ლიდერისა და ელისაბედ მეორის პირველი შეხვედრაა. მონარქობის 95 წლის მანძილზე ელისაბედ მეორე ლინდონ ჯონსონის გარდა აშშ-ს ყველა პრეზიდენტს შეხვდა. აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დედოფალი შეხვდა 2019 წელს დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტის დროს.

წარსულში ჯო ბაიდენი პრინც ჩარლზს, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, 2015 წელს ვაშინგტონში ჩარლზის ვიზიტის დროს შეხვდა. ჯო ბაიდენი მაშინ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო.

დიდი შვიდეულს სამიტი 11 ივნისს კორნუოლში დაიწყება.

კომენტარები