მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი მეუფე იაკობს: ფრთხილად, ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა

ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა "მეუფე".

იმედია, ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!

მე, როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი, შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და, ზოგადად, ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არაორაზროვან რეაგირებას

ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობ იაკობიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "ქართველი კაცი ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს, იარაღსაც აიღებს ხელში". 

კომენტარები