კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სამხრეთაფრიკული შტამის ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება

გიდასტურებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში აფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება. ახლა ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი მიმდინარეობს, ანუ სეკვენირება ნიმუშის, ამ დღეებში გვექნება პასუხი და გავაჟღერებთ, თუ იქნება დადებითი, ვიტყვით, რომ დიახ, სამხრეთაფრიკული შტამიც გვაქვს.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა კლინიკურად უფრო მძიმე [ეს შტამი], გეტყვით, რომ - არა. ის შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული ევროპაში, ძირითადად კვლავ ბრიტანული შტამია და თითქმის ამ შტამმა სრულად ჩაანაცვლა ის კლასიკური შტამი ევროპაში, მისი ერთ-ერთი თვისება გახლავთ ის, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ბავშვებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ZOOM-ში გამართულ ვებინარზე

კომენტარები