ევროკავშირი-რუსეთი

ევროპარლამენტარები ევროპის ქვეყნებისგან ითხოვენ, რუსული გაზის პროექტი არ დააფინანსონ

Jens Büttner / dpa / TASS

ევროპარლამენტარების ჯგუფი საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მთავრობებს მოუწოდებს, Arctic LGN II, თხევადი ბუნებრივი აირის რუსული პროექტი არ დააფინანსონ. ევროპარლამენტარების შეფასებით რუსეთის გაზის ინდუსტრიაში ინვესტირება სახიფათოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას კლიმატზე.

რუსეთში წარმოებული ბუნებრივი აირის 80% იამალის არქტიკულ რეგიონში მოიპოვება. Arctic LNG II ბუნებრივი აირის ახალი ობიექტია, რომელსაც რუსეთში სიდიდით მეორე გაზის კომპანია Novatek-ი აშენებს იამალის ნახევარკუნძულთან. ობიექტის მიზანია, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა.

21 მილიარდ დოლარიანი პროექტის დასრულება 2025 წელს იგეგმება. 9 მილიარდიანი ინვესტიციას პროექტში რუსეთი, ჩინეთი და იაპონია დებს. საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მთავრობები განიხილავენ, პროექტში 2 მილიარდ დოლარიან ინვესტიციის ჩადებას.

"გაზის გაზრდილი მოხმარება ეწინააღმდეგება ევროპის კონკურენტულობისა და დამოუკიდებლობის მიზანს". - წერენ ფრანგი, გერმანელი და იტალიელი ევროპარლამენტარები მთავრობებისთვის გაგზავნილ წერილში. ევროპარლამენტარების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიის 55%-ით შემცირებას გეგმავს, სახელმწიფოს ფული განახლებადი ენერგიის პროექტებში უნდა დაიხარჯოს და არა ნამარხი საწვავის ახალ ინფრასტრუქტურაში. 

ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის "არასანდო მომწოდებელი" და "პოლიტიკურად კონფრონტაციული" აქტორია.  

კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ევროპული კომისიის ვიცეპრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი არ მიიჩნევს, რომ ბუნებრივ აირს გარდამავალი საწვავია ნახშირბადის ემისიისების სრულად შემცირების გზაზე.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ქვეყნებს მოუწოდა, სრულიად შეეჩერებინათ ინვესტიციები ნამარხი საწვავის პროექტებში, რათა საშუალება მიეცათ მსოფლიო ეკონომიკებისთვის 2050 წლისთვის ნახშირბადის ემისიის 0-მდე დაყვანისთვის.

თავის მხრივ რუსეთი გეგმავს, აქტიკაში ნავთობისა და გაზის ახალი ინფრასტრუქტურის აშენებით ბუნებრივი აირის მოპოვება 2025 წლისთვის მნიშვნელოვნად გაზარდოს.

კომენტარები