ნამახვანჰესი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 დაკავებული გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო

ნამახვანჰესი
ტვ.პირველი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 დაკავებული გაათავისუფლეს და სასამართლო პროცესი ერთი კვირით გადადეს.

გუშინ, 28 მაისს, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს. როგორც  ტაბულას შსს-ში უთხრეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის დააკავეს. 

რიონის ხეობაში აქცია გუშინ, 28 მაისს გაიმართა. დემონსტრანტები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამდნენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია მათ სახლში არ უშვებდა

27 მაისს, შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. უწყების განცხადებით, "დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები".

კომენტარები