გახარიას გუნდი

"საქართველოსთვის" – გიორგი გახარიას პარტიის სახელი ცნობილია

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი პარტია დააფუძნა და სახელად "საქართველოსთვის" დაარქვა.

პარტიის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. პარტიის პრესსამსახურის მიხედვით, დამფუძნებელი კონფერენცია 2021 წლის 29 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად. 

გიორგი გახარიას შეუერთდა ქართული ოცნების ყოფილი 6 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაოშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე. 

კომენტარები