ნამახვანჰესი

გოლეთიანი: მოხდა შეხლა-შემოხლა, სადაც 2 პირი დააკავეს, ახლა სიტუაცია განმუხტულია

რუსთავი 2

ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეებს პოლიცია დაუპირისპირდა, შედეგად კი ორი პირი დააკავეს. მისივე თქმით, სიტუაცია უკვე განიმუხტა.

"აღმართულია ბარიკადები უკვე დიდი ხანია. ჩვენ არ გვეძლევა მეორე მხარეს გადასვლის საშუალება, ამიტომ ვეცადეთ, ხელებაწეული, მშვიდობიანად გაგვევლო. დაგვიპირისპირდა პოლიცია და მოგვაწვა მეორე მხრიდა, რამაც გამოიწვია შეხლა-შემოხლა, დაკავებულია ორი ადამიანი და ეხლა, პრინციპში, განმუხტულია სიტუაცია".- ამბობს გოლეთიანი 

რიონის ხეობაში აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამდნენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილობრივების ცნობით, დაკავებულია 2 მონაწილე. ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები