კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სინოფარმი მოიცავს და ფარავს იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ მსოფლიოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო სინოფარმის ვაქცინა ფარავს ყველა შტამს, მათ შორის ინდურსაც.

"ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლის მიერ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ისინი მოიცავენ და ფარავენ იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ მსოფლიოში, მათ შორის სინოფარმიც, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ", - ამბობს ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი გამოვლინდა. ამ დრომდე დაინფიცირდა 5 ადამიანი, აქედან კი 2 საქართველოს მოქალაქეა.

კომენტარები