ქალბატონო სალომე, როდესაც დაზარალებულების სახელით საუბრობთ და აღებული პასუხისმგებლობის გადატანას ცდილობთ დაზარალებულებზე, ეთიკურადაც და მორალურადაც გამართლებული იქნებოდა, ვიდრე დოკუმენტზე ხელს მოაწერდით და პასუხისმგებლობას აიღებდით, მაშინ გეკითხათ ჯერ დაზარალებულებისთვის, ან ვიდრე დააინიცირებდით კანონპროექტს, მაშინ გაგევლოთ კონსულტაცია დაზარალებულებთან.
თქვენ არც ერთი გააკეთეთ, არც მეორე, აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ისე, რომ არ ჰკითხეთ აზრი დაზარალებულებს, ახლა გინდათ, რომ პოლიტიკურად სახე შეინარჩუნოთ და გადაიტანოთ ეს ისრები დაზარალებულებზე, რაც არაა ადეკვატური და სწორი