COVID-19

FDA-მ COVID-19-ის სამკურნალოდ საგანგებო გამოყენების პრეპარატი დაამტკიცა

26 მაისს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Covid-19-ის სამკურნალოდ საგანგებო გამოყენების მონოკლონური ანტისხეულების თერაპიის პრეპარატი სოტროვიმაბი დაამტკიცა

მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ 12 წელს გადაცილებული ინფიცირებული პირებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, Covid-19-ის გამო ჰოსპიტალიზაცია მოუწიოთ, ან მათ სიცოცხლეს საფრთხეც შეექმნას. FDA-ს თქმით, სოტროვიმაბი ჯერ არაა ავტორიზებული Covid-19-ის გამო ჰოსპიტალიზებული და ჟანგბადის თერაპიაზე მყოფი ადამიანებისთვის. 

"ამ მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის ავტორიზაციით ჩვენ საავადმყოფოებს გარეთ მყოფი მაღალი რისკის მქონე პაციენტების დახმარების კიდევ ერთ საშუალებას ვიძლევით". – თქვა პატრიცია კავაცონიმ, FDA-ს მედიკამენტთა შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორმა.

მონოკლონური ანტისხეულები არის ლაბორატორიაში დამზადებული პროტეინები, რომლებიც იმუნურ სისტემას ბაძავენ და ორგანიზმში არსებულ ანტიგენებს ებრძვიან. სოტროვიმაბი არის მონოკლონური ანტისხეული, რომელიც განკუთვნილია Covid-19-თან ბრძოლისთვის. 

კომენტარები