საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ღარიბაშვილი: ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა

ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკასთან. 2024 წელს კი საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რითაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი წინაპრების ევროპული ოცნების განსახორციელებლად.

ჩვენ ვქმნით უკეთეს პირობებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის. ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გლობალური კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად და ეკონომიკური აღორძინებისათვის ახალი მუხტის მისაცემად. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ღირებულებებზე დაფუძნებით, გავაგრძელებთ ერთიანი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იქნება ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მოიტანს კეთილდღეობას. კიდევ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე

კომენტარები