ნამა(ო)ხვან-ჰესის აშენება-არაშენებაზე მსჯელობა უნდა ემყარებოდეს ანგარიშს, აწონ-დაწონვას და არა აბსოლუტური კატეგორიებით მანიპულირებას, როგორიცაა „სამართლიანობა“, „მშობლიური მიწა“ და მისთანანი. მარჯვენა სვეტში უნდა დაწერო პლუსები, მარცხენაში - მინუსები და იანგარიშო.
მაგრამ მათთვის, ვისი აზრითაც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის ადგილი ციხეშია (ან, თუ განმსჯელი ლიბერალია - რომელიმე წარმოსახვით სამარცხვინო ბოძზე), ასეთი მიდგომა მიუღებელია. ანგარიში და ანგარიშიანობა ზედმეტად მიწიერია და ტეხავს