COVID-19

სინოფარმით აცრილებს ავსტრია სავალდებულო 10-დღიანი კარანტინის გარეშე მიიღებს

სინოფარმით აცრილებს ავსტრია სავალდებულო 10-დღიანი კარანტინისა და COVID-19-ის ტესტის გარეშე მიიღებს.

ამჟამად ავსტრიაში შესვლა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი, მაგრამ არის გამონაკლისებიც. ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა ევროკავშირის მოქალაქეების გარდა არ მოქმედებს: ავსტრიის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ვისაც ავსტრიაში ცხოვრების უფლება აქვს, დიპლომატიური მისიის წევრებზე, ბიზნეს მოგზაურებზე, სტუდენტებსა და მკვლევრებზე, სასამართლოს მიერ გამოძახებულ ადამიანებზე. 

ამ ჯგუფების წარმომადგენლებმა ავსტრიაში შესვლის დროს უნდა წარადგინონ ვაქცინირების სერტიფიკატი. ავსტრიაში შესვლის მსურველი ვაქცინირებული უნდა იყოს Pfizer-ით, Moderna-თი, Johnson&Johnson-ით, AstraZeneca-თი, ან Sinopharm-ით. პირველი დოზა მიღებული უნდა იყოს ქვეყანაში შესვლიდან არაუგვიანეს 22 დღით ადრე. ვაქცინის მეორე დოზის (ან Johnson&Johnson-ის შემთხვევაში 1 დოზის) გაკეთებიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვე. ასევე, ავსტრიაში შესვლის მსურველს შეუძლია წარადგინოს COVID-19-ის გადატანის მოწმობა, რომელიც არ იქნება 6 თვეზე გვიანდელი ან ანტიგენების დადებითი ტესტი, რომელიც არ იქნება 3 თვეზე გვიანდელი.

თუკი ქვეყანაში შესვლის მსურველი არცერთ ამ საბუთს წარადგენს, მაშინ უნდა წარადგინოს PCR ტესტი ნეგატიური პასუხით, რომელიც არ უნდა იყოს გაკეთებული 72 საათზე ადრე ან ანტიგენების ტესტი , რომელიც არ უნდა იყოს გაკეთებული 48 საათზე ადრე. ამ შემთხვევაში, შესვლის მსურველს მოუწევს 10-დღიან სავალდებულო კარანტინში ყოფნა, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავს. კარანტინის გაუქმება შესაძლებელია, თუკი პიროვნება წარადგენს შემოსვლიდან მეხუთე დღეს გაკეთებული კოვიდ-ტესტის უარყოფით შედეგს. 

 

კომენტარები