სოხუმში ვლადიმირ არძინბას ძმისშვილი, ქემალ არძინბა მოკლეს

რუსული პროპაგანდისტული მედიის, Sputnik Abkhazia-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის პირველი მარიონეტი პრეზიდენტის, ვლადიმირ არძინბას ძმისშვილი 18 მაისს, საღამოს სოხუმში მოკლეს. მიღებული დაზიანებებით ქემალ არძინბა საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მედია დე-ფაქტო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ არძინბას 17:00 საათიდან 18:00 საათამდე შუალედში, სახლში ყოფნისას ესროლეს. 

დე-ფაქტო უწყების ინფორმაციითვე, ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერაციული-სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის პოვნის მოტივით. 

კომენტარები