ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი მელიაზე: ციხის შიში გააქრო, სხვები ვალდებული არიან, მიჰყვნენ მის სტანდარტს

ჩემი აზრით, ნიკა უკვე გამარჯვებულია. რეალურად, ვერ გატეხეს. არამხოლოდ ვერ გატეხეს, ციხის შიში საერთოდ გააქრო, გააქრო შიში რეპრესიების, გააქრო შიში ზეწოლების, გააქრო შიში სხვადასხვა პირობითობების. 

როცა ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, მერე სხვები ვალდებული არიან, მიჰყვნენ გამბედაობას და მის სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი. მისი ბოლო თვეების საქციელი განსაკუთრებით საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელ ჩვენს ხალხს, მე ამაში დარწმუნებული ვარ

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შეხვედრისას.

კომენტარები