თბილისში, პეკინის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა დაადასტურა.
მისი თქმით, ქალს, სავარაუდოდ, სიმაღლიდან ვარდნის გამო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"კლინიკაში ქალბატონი მოიყვანეს, სავარაუდოდ, სიმაღლიდან ვარდნის გამო აღენიშნებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები, სამწუხაროდ, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად პაციენტი გარდაიცვალა. დაზიანებებს ვერ გეტყვით, მაგრამ სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო. ქალი 40-50 წლის იყო". – ამბობს ნიკოლოზ კვაჭაძე.
თბილისში, პეკინის 41 ნომერში ერთერთ კორპუსში ხანძარი დღეს, 18 მაისს, დილით გაჩნდა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.





