კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: შეზღუდვების სრულად შემსუბუქება ჯერჯერობით დაუშვებელია

გარკვეულ შემსუბუქებებს  ვუკავშირებთ რამდენიმე ფაქტორს:

პირველი, ჩვენი მონაცემებით, ასევე, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს და გარკვეულად დაღმავალ ფერდს გავდივართ. ამას მიუთითებს ბოლო 7 დღის განმავლობაში კლების ტენდენცია, როგორც ინფიცირების, ისე დადებითობის მაჩვენებელი. 

მეორე, საზოგადოებაში არის ვნებათა ღელვა. მითუმეტეს ამ მაისში, როცა უკვე სერიოზულად დათბა, ღამის კარანტინთან დაკავშირება. ამიტომ აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. სრულად შემსუბუქება დაუშვებელია ჯერჯერობით, სანამ ეპიდსიტუაცია არ დამშვიდდება. ამიტომ ეს ოქროს შუალედი მოვძებნეთ და შემცირდა ღამის კარანტინის ხანგრძლივობა, მაგრამ, მეორეს მხრივ, რეკომენდაციაა დაავადებათა კონტროლის მხრიდან, რომ გამკაცრდეს კიდევ უფრო მეტად კონტროლი და მონიტორინგი და აღსრულებაზე, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილება და მინიმალურად გაიცეს საშვები. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საკოორდინატო საბჭოს დასრულების შემდეგ. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 მაისიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 5 საათამდე იმოქმედებს. 

კომენტარები