ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სირიაში ასადს შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სირიაში იმყოფება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს შეხვდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ე.წ  პარლამენტის და მთავრობის წევრებიც არიან, შეხვედრების გამართვას დღეიდან დაიწყებენ. ვიზიტის განმავლობაში აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.

სირიის რეჟიმმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა.

კომენტარები