კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ვიღაცამ პირბადე არ გაიკეთა და სხვა დააინფიცირა, შემდეგ 27 ადამიანი გარდაიცვალა

[...] ბევრს არც კი სჯერა, რომ კორონავირუსი მართლა არსებობს, რომ სერიოზულია და ერთგვარად არათუ არ იკეთებენ პირბადეს, ზოგჯერ მინახავს, როდესაც თავსაც კი იწონებენ ამით... მინდა ყველამ იცოდეს, ვუთხრა, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. უცხოეთში, იქაც არავის სიამოვნებს პირბადის ტარება, მაგრამ ევროპის ქვეყნებში 80-90% პირბადეს ატარებს. ჩვენთან 40%-ზე იყო ჩამოსული, ახლა ცოტა მოიმატა.

კი ბატონო, შეიძლება შენ არ დაგემართოს, მეორე და მთავარი, შენ ხარ ინფექციის გავრცელების წყარო. ავრცელებ ინფექციას ახლობლებში, ოჯახში, ხანდაზმულებში. ასე, რომ დღეს რომ 27 ადამიანი გარდაიცვალა, რაც საქართველოსთვის ბევრია, რთული სათქმელია, მაგრამ იცით რატომ გარდაიცვალა? იმიტომ, რომ ვიღაცას არ ეკეთა პირბადე და იმ ვიღაცას ეს გაცნობიერებული არ აქვს, მან რომ პირბადე არ გაიკეთა, ამით ვიღაცა დააინფიცირა და ვიღაცებიდან 27 ადამიანი გარდაიცვალა

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ TV იმედის ეთერში ისაუბრა. დღეს, 12 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები