კომპანია აჭარაბეთისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში. ამჯერად აჭარაბეთის საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია გახდა.


აჭარაბეთმა და UFC-ის ქართველმა მებრძოლმა თანამშრომლობის გრძელვადიანი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც სპორტის მოყვარულებს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე ელით.
აჭარაბეთმა შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ინიციატივა , სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა.





