ოქროს გლობუსი

NBC-მ ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიის ჩვენებაზე უარი თქვა

CBS News

სატელევიზიო არხმა NBC-მ 2022 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიის ჩვენებაზე უარი თქვა.

"გვჯერა, რომ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია(HFPA) საფუძვლიან რეფორმებს საჭიროებს. მსგავს ცვლილებებს შრომა და დრო სჭირდება. უარს ვამბობთ 2022 წლის დაჯილდოების ცერემონიის ჩვენებაზე, იმედი გვაქვს, 2023 წლის იანვრისთვის ასოციაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და განვაახლებთ ურთიერთობას". – წერის არხის განცხადებაში.

HFPA თებერვალში კორუფციულ სკანდალში გაეხვა. გამოცემა Los-Angeles Times-მა ორგანიზაციის 87 წევრი არაკეთილსინდისიერებაში ამხილა. მოგვიანებით ჰოლივუდის მესვეურებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ასოციაციის არცერთი წევრი არ არის შავკანიანი. 

ამ დროისთვის, ოქროს გლობუსის წინააღმდეგ არაერთმა კინომოღვაწემ, მათ შორის მსახიობებმა - მარკ რაფალომ, სკარლეტ იოჰანსონმა და ტომ კრუზმა გაილაშქრეს. ამ უკანასკნელმა ასოციაციას სხვადასხვა წლებში მოპოვებული სამივე ოქროს გლობუსი პროტესტის ნიშნად დაუბრუნა. იოჰანსონის თქმით, HFPA სექსისტური ორგანიზაციაა, რომელიც ჰარვი ვაინშტაინის ტრადიციების გამგრძელებელია ჰოლივუდში.

კომენტარები