ლევან ვასაძე

ვასაძე: 16-ში გელით, ვისაც უნდა, ნამდვილ კაცებთან და ქალებთან დადგეს, რაობით სავსე დღე იქნება

16 მაისს, ქაშუეთის უკან, 9 აპრილის ბაღში შევიკრიბოთ. 

ვეძახი ყველას, გვარებს, ჩემი გვარის ჩათვლით, პატრიარქის ნათლულებს, იმ 45 000 ბავშვის ოჯახს, ვისაც მობეზრდა აქ ცხოვრება, სადაც შეურაცხყოფენ მათ ნათლიას და სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს ეკლესიის დასაცავად.

ვეძახი ყველა იმ ადამიანს, ვინც კი არ ელოდება, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი გამოვა, რაღაცებს დაგვპირდება, ხელს აიქნევს და ეს ყველაფერი შესრულდება, არამედ, ვისაც უნდა, რომ დაუდგეს ნამდვილ კაცებს და ქალებს გვერდით, რაღაცა ჩადოს, რაღაცა გაიღოს ამ საერთო საქმისთვის...

... გელოდებით ყველას, იქნება ძალიან საინტერესო, იმედით, ერთობით და რაობით სავსე დღე

ლევან ვასაძე თავისი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას 16 მაისს აპირებს. ის პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს და ქმნის მოძრაობას სახელწოდებით "ერთობა, რაობა, იმედი".

კომენტარები