პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონისა და ტომი ლის შესახებ სერიალს იღებენ – პირველი ფოტოები

Twitter

სტრიმინგ სერვისმა Hulu მომავალი სერიალის Pam and Tommy პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. სატელევიზიო შოუ მსახიობ პამელა ანდერსონის და როკ-მუსიკოს ტომი ლის ურთიერთობას ეფუძნება.

რვასერიიანი პროექტი 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ წყვილს ეძღვნება. ანდერსონმა და ლიმ მხოლოდ ოთხდღიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს. ვარსკვლავურ წყვილს მოგვიანებით უცნობმა პირმა ინტიმური კადრების ამსახველი ვიდეო სახლიდან მოჰპარა და გაუვრცელა. 1998 წელს ვარსკვლავური წყვილი დაშორდა, დაშორებას წინ უძღოდა ტომი ლის დაპატიმრება, რომელსაც ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი.

ტომი ლი ამერიკელი როკ-მუსიკოსი და ბენდ  Mötley Crüe-ს ყოფილი დრამერია, მის როლს ახალ პროექტში მარველის ვარსკვლავი სებასტიან სტენი შეასრულებს.

მსახიობისა და ფოტომოდელის, 90-იანი წლების სექსსიმბოლოს, პამელა ანდერსონის როლზე ლილი ჯეიმსია დამტკიცებული, რომელსაც მაყურებელი კონკიას როლით იცნობს.
 

კომენტარები