კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 547 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.06%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 541 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 131 ადამიანი.  

დღიური დადებითობა 6.06%-ია, ბოლო 7 დღის 6.76%, 14 დღის კი - 5.66%.  

1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში 907 დადასტურდა, აჭარაში - 141, იმერეთში - 115, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 43, გურიაში - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 46, სამცხე-ჯავახეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

7 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 319 266 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 298 807 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 245 კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში ინფიცირების 16 188 აქტიური შემთხვევაა. 917 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 481 მკურნალობს, აჭარაში - 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 180 პაციენტია, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 10, იმერეთში კი - 12.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.  მთავრობის გადაწყვეტილებით, არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

კომენტარები