საქართველოს პარლამენტი

ელისაშვილი: გაოგნებული ვარ, ვერ ვიჯერებ, რომ დღეს ჩემ უკან არ იჯდა გუშინ შემოსული ოპოზიცია

გაოგნებული ვარ, რომ დღეს  ოპოზიცია პარლამენტში არ შემოვიდა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ქვეყანაშია, კორონავირუსი, ვაქცინაცია არის. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემ უკან არ ისხდნენ გუშინ პარლამენტში შემოსული ოპოზიციონერები.

ჩვენ ხალხის პრობლემები გვადარდებს. გუშინ პორტალი აფეთქდა ვაქცინაზე, ამხელა მოთხოვნაა და ვაქცინა არ გვაქვს. ეს როგორ არ აინტერესებს ოპოზიციას?

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე ოპოზიციის ნაწილის არყოფნაზე.

კომენტარები