CRRC Georgia

CRRC: მოსახლეობის 21%-ის აზრით, 2012 წლიდან დღემდე მთავრობას წარმატება არ ჰქონია

ქართული ოცნება

CRRC Georgia ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც განხილულია მოსახლეობის დამოკიდებულება ისტორიული მოვლენების მიმართ. კითხვაზე, თუ რა იყო ქართული ოცნების ყველაზე დიდი წარმატება 2012 წლიდან დღემდე, გამოკითხულთა 21%-მა უპასუხა, რომ მთავრობას არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია. 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 11%-ს ქართული ოცნების უდიდეს წარმატებად, 2012 წლიდან დღემდე, მიაჩნია გაუმჯობესებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით, 9%-ს კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული რისკების ეფექტური შემცირება, ასევე 9%-ს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოტანა, ხოლო 7%-ს თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. 13%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. 

CRRC Georgia

რაც შეეხება 2012 წლიდან დღემდე ყველაზე დიდ ჩავარდნას ქართული ოცნებისა, გამოკითხულთა 26% სუსტ ეკონომიკურ ზრდას ასახელებს, 9% არჩევნებამდე გაცემული დაპირებების შესრულებას, ხოლო 8% გავრილოვის ღამეს. 20%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

CRRC Georgia

 

კომენტარები