ლეონარდო დიკაპრიო

DRUK-ის ამერიკულ რიმეიქში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს

Befunky

ლეონარდო დიკაპრიოს საკუთრებაში მყოფმა საპროდიუსერო კომპანიამ Appian Way დანიური ფილმის Druk-ის რიმეიქის უფლება შეიძინა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება სცენარის ავტორი და რეჟისორი, ამერიკულ ვერსიაში მთავარ როლს თავად დიკაპრიო შეასრულებს. 

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც დანიურმა დრამამ საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში ოსკარი მიიღო. 

ტომას ვინტერბერგის დრამის მთავარი გმირები 40 წელს მიღწეული მეგობრები არიან. კაცები ექსპერიმენტს იწყებენ, რომელიც ყოველდღიურად ალკოჰოლის მოხმარებას მოიაზრებს. სურათში მთავარ როლს მედს მიკელსენი ასრულებს.

Druk-მა ოსკარის გარდა BAFTA და ევროპული კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები