ვაქცინაცია

გამყრელიძე: ვაქცინაცია გვაახლოებს მეგობრებთან, ოჯახთან, უფრო სამართლიან სამყაროსთან

დღევანდელი დღის მთავარი გზავნილები გახლავთ, რომ ვაქცინაცია გვაახლოებს. ეს გახლავთ ზოგადი სლოგანი ამ კვირეულის. ვაქცინაცია გვაახლოებს ჯანმრთელობის უნივერსალურ დაცვასთან, ვაქცინაცია გვაახლოებს უფრო სამართლიან სამყაროსთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, იმიტომ, რომ კოვიდ ვაქცინაციის პროცესში არის არასამართლიანი განაწილება და მიწოდება. ვაქცინაცია გვაახლოებს მეგობრებთან, პანდემიის პერიოდში ჩვენ დავშორდით ჩვენს მეგობრებს, ვართ იზოლირებულები. ვაქცინაცია გვაახლოებს პანდემიისგან თავისუფალ სამყაროსთან. იცით, რომ აქტიურდება მოგზაურობის პერიოდი მათთვის, ვინც უკვე ორჯერ, ანუ სრულად არიან ვაქცინირებული. ვაქცინაცია აახლოებს ოჯახთან. მოგეხსენებათ, კოვიდის პრევენციის ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ ადამიანების იზოლირება, მათ შორის ოჯახის წევრების, ამიტომ ვაქცინაცია სწორედ რომ გვაახლოებს ოჯახთან. ვაქცინაცია გვაახლოებს მსოფლიოში პოლიომიოლიტის აღმოფხვრასთან... 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პრესკონფერენციაზე.

კომენტარები