საქართველო-თურქეთი

საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
GETTY IMAGES

საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა. ვიზიტის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემული ინტერვიუთი ავრცელებს.

თურქეთის მხარე საქართველოს მთავრობასთან ვიზიტის თარიღის შეთანხმებას ელოდება. 

2018 წელს, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტის შემდეგ გადაწყდა, რომ მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთში გამართულიყო, შემდეგ კი ერდოღანი საქართველოში ვიზიტით გაზაფხულზე უნდა ჩამოსულიყო. გეგმები 2020 წლის კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გადაიდო. 

„როდესაც საქართველოს წინა პრემიერმინისტრი გახარია ჩავიდა თურქეთში, 2018 წელს, მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უნდა გამართულიყო მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთში, რომელშიც თურქეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებდნენ მონაწილეობას. ამის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი უნდა ჩამოსულიყო ვიზიტით საქართველოში გაზაფხულზე, მაგრამ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა. ახლა ვცდილობთ, თარიღის შეთანხმებას და ველოდებით საქართველოს მთავრობას და მათ განრიგს. ჯერ არ ვიცი, როდის შედგება ეს შეხვედრა, თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში, რაც შეიძლება მალე, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება. ერდოღანი ეწვევა საქართველოს, მან ეს თქვა მედიასთან შეხვედრაზე, მაგრამ თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი“ - თქვა თურქეთის ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

კომენტარები