კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: პროგნოზი ძალიან ცუდია, მაისის პირველი 2 კვირა ძალიან მძიმე გვექნება

სააღდგომო პროგნოზი ძალიან ცუდია. სამწუხაროდ ჩვენ მაისის 1-2 კვირა ძალიან მძიმე გვექნება. შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, პირბადეს რამდენად გავიკეთებთ, სუფრებს თავს ავარიდებთ, საფლავებზე ქეიფებს არ მოვაწყობთ, აი, ამაზე იქნება დამოკიდებული, ვთქვათ, რომ შედარებით ნაკლები მსხვერპლით გავივლით მაისის თვეს თუ სამწუხაროდ... ჩვენ ეს ხომ გავლილი გვაქვს უკვე, ჩვენ ხომ ნოემბერი გვქონდა?! ნოემბრის ბოლო და დეკემბერი ხომ რა ხდებოდა ქვეყანაში, იგივე შეიძლება დაგვემართოს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

კომენტარები