ვლადიმირ პუტინი

გასულ წელს პუტინის ოფიციალური შემოსავალი 130 000 დოლარი იყო 

ფოტო: cnn.com

2020 წლის ოფიციალური ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შემოსავალი სულ რაღაც 131 380 დოლარი იყო. 

დოკუმენტის მიხედვით, პუტინი 153 კვ.მ. და 77 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ ბინებსა და 18 კვ.მ. ფართობის გარაჟს ფლობს. მის სახელზე კი მხოლოდ სამი ავტომობილია გაფორმებული : ორი Volga GAZ M21 და ერთი Niva. 

2019 წლის ოფიციალური დეკლარაციით, პუტინის წლიური შემოსავალი 128 350 დოლარი იყო, 2018 წელს კი - $113 400.

ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებით, ანალიტიკური ორგანიზაცია Statista-ს შეფასებით, 2020 წელს რუსეთის პრეზიდენტის ქონება 20 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 

გამოცემა Forbes-მა კი მსოფლიოს ყველზე გავლენიანი ადამიანების სიაში პუტინს მეორე ადგილი მიანიჭა, მას მხოლოდ ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი უსწრებს. 

2013-2016 წლებში კი Forbes-ის შეფასებით, პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო.
 

კომენტარები