პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ვინც 20 ივნისს გადაწყვეტილებები მიიღო, დაწყებული გახარიათი, არავის შეეხება ამნისტია

ღიად და გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის დამნაშავე არის არა პოლიციელი, რომელმაც კონკრეტული ქმედება ჩაიდინა, არამედ ის ადამიანი, ვინც ბრძანება გასცა. ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხებათ. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხებათ ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს...

ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში გამართული ვახშმის შემდეგ თქვა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც ესწრებოდა. 

გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ასევე ხელს არ აწერს ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია.

რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში

კომენტარები