ოჯახში ძალადობა

ზანგური: ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს, ეს გაგდებაზე უარესია

ბესო ზანგური

ძალადობაში ბრალდებული მსახიობი, ბესო ზანგური მის დროებით მოხსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერს, რომ ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს.

"როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია, მინდა, იცოდეთ… გაიხარეთ". - წერს ბესო ზანგური

ძალადობაში ბრალდებული მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს - ამის შესახებ 16 აპრილს გამოცემულ ოფიციალურ ბრძანებაში წერია, რომელსაც ხელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა აწერს. 

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რუსთავი 2-ის ეთერში არაერთგზის ცემაში დაადანაშაულა, მათ შორის, ორსულობისას. მან გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური ერთად 2 წელს ცხოვრობდნენ, მათ ერთი შვილი ჰყავთ. მსახიობის თქმით, ის ყოფილი ქმრისთვის ჩივილს არ აპირებს, რადგან მისი მიზანი არა ზანგურის დასჯა, არამედ სხვა ქალების ძალადობისგან დაცვა და მათთვის მაგალითის მიცემა იყო.

კომენტარები