ოკუპირებული ტერიტორიები

ქართული ოცნების ოფისთან 5 აქტივისტი დააკავეს

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისთან ხუთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი აქტივისტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.

სამართლდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტები ოცნების ოფისთან წარწერების გაკეთების შემდეგ დააკავეს.

"საქართველოს კანონმდებლობით, ჩვენ გზის სავალ ნაწილზე კანონი არ გვიკრძალავს წარწერის გაკეთებას. კანონდარღვევაა სწორედ ის, რაც დღეს პოლიციამ ჩაიდინა". – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

7 აპრილს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. ენგურის გადმოკვეთისას ოთხივე მათგანი დაიღუპა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დადგება ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტოლირებად ტერიტორიებზე გადმოსვლის წესების შემსუბუქების საკითხი.

კომენტარები