ნიკა მელიას საქმე

ანზორ მელია: დაივიწყეთ გირაო, არ გადაიხდის

კადრი ვიდეოდან/მთავარი

"დაივიწყეთ გირაო, არ გადაიხდის". – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია.

"ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება. თქვენ იცით, რომ მე ექიმი ვარ და უამრავ ავადმყოფს ვღებულობ ყოველდღიურად. ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისთვის. ხალხი ძალიან უყვარს, ალბათ, მოსამართლე გამოასწორებს თავის დაშვებულ შეცდომას. არ გადაიხდის, დაივიწყეთ ეს გირაო. არ არსებობს გირაო, ნიკას აქვს მისჯილი პატიმრობა და გირაოს რომ არ იხდიდა განმეორებით, იმიტომ წავიდა შეგნებულად ციხეში". – ამბობს ანზორ მელია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროცესს მელიაც ესწრება.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები