კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 359 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 13 685 ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 13 685 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.62%, ბოლო 14 დღის - 2.31%, ბოლო 7 დღის - 2.51 %.

ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან თბილისში 202 გამოვლინდა, აჭარაში - 46, იმერეთში - 19, ქვემო ქართლში - 14, შიდა ქართლში - 14, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 40, კახეთში - 5, მცხეთა-მთიანეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 017, საიდანაც 2 422 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 295 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 4 300 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 380 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პაციენტი.

12 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 288 755 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 277 829 გამოჯანმრთელდა, 3 883 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, ორ კვირაში ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  უკვე ცნობილია, რომ 4-11 აპრილი უქმეებად გამოცხადდება. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები