თეა წულუკიანი

წულუკიანი: პრობლემებს არ ვერიდები, დაუშვებელი სისუსტეა ჩემთვის, როცა ვხედავ, უნდა შევეჭიდო

პრობლემებს მე არ ვერიდები, ეს მიმაჩნია, რომ დაუშვებელი სისუსტეა ჩემთვის. პრობლემას რომ ვხედავ, იმას უნდა შევეჭიდო. მათ შორის კონფრონტაციის გზითაც. ასე მგონია, კარგად ვიცნობ ჩემს თავს და როცა ემოციურად არ ვარ რაღაც პროცესში ჩართული, ან არ გამოვხატავ პირდაპირ აზრს, ან თუ ჩხუბია საჭირო, არ ვჩხუბობ, არ ვკამათობ და ვარ ინდიფერენტული, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ან ის ადამიანი არ მაინტერესებს ან ის პროცესი არის სულერთი. თუ ვთვლი, რომ იქ ისეთი რაღაც ხდება, რაც შეიძლება მე გავატარო, რა თქმა უნდა, კონფრონტაციასაც არ ვთვლი, რომ დიდი ცოდვაა. 

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იმედის ეთერში. 

კომენტარები