ქართული ოცნება

სუბარი: ივანიშვილის ძალა ისაა, რომ შექმნა გუნდი, რომელშიც არის ძალიან ბევრი ლიდერი

რაღაცნაირად გაჩნდა ეჭვი, ეს [გიორგი გახარია ოპოზიციაში] ხომ არ არის ქართული ოცნების თამაში, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ეს ნამდვილად ასე არ არის, შემიძლია, ამაში დავარწმუნო ყველა, ქართული ოცნება არის ძლიერი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ძალა სწორედ ის არის, რომ მან შექმნა გუნდი, რომელშიც არის ძალიან ბევრი ლიდერი, ვიღაცის წასვლა, ვიღაცის შემოსვლა ამ გუნდში რყევებს არ იწვევს, ეს გუნდი სტაბილურად მეცხრე წელია იგებს ყველა არჩევნებს, იგენს ყოველგვარი გაყალბების გარეშე და იგებს სწორედ თავისი ერთგული მხარდამჭერების იმედად, ასე რომ თუ ოპოზიცია არ მოეგება გონს და არ შემოვა პარლამენტში, გამოჩნდებიან ძალები, ვინც მის ადგილს დაიკავებენ, იქნება ეს გახარია თუ იქნება სხვა ვინმე...

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები