ტრეილერი

გაიცანით ლებრონ ჯეიმსის ახალი გუნდი - SPACE JAM 2-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Warner Bros.-მა მომავალი ანიმაციური ფილმის, Space Jam: A New Legacy-ს პირველი ტრეილერი გამოუშვა.

კოსმოსური ჯემის ახალ ნაწილში Looney Tunes-ის ანიმაციურ გუნდს გამარჯვებაში კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი ეხმარება.

ჯეიმსის გარდა ფილმში მსახიობები დონ ჩიდლი და ზენდაია, ასევე კალათბურთელები კლეი ტომპსონი, კრის პოლი, ენტონი დევისი, დამიან ლილარდი გამოჩნდებიან.

ანიმაციური ფილმის პირველი ნაწილი 1996 წელს გამოვიდა და მასში მთავარი როლმა, ცოცხალმა ლეგენდამ, მაიკლ ჯორდანმა შეასრულა.

Space Jame 2 კინოთეატრებსა და სტრიმინგსერვის HBO Max-ზე ერთდროულად, 16 ივლისს გამოვა.

კომენტარები