ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი სამებაში ანზორ ერქომაიშვილის პანაშვიდზე მივიდა

3 აპრილს ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის პანაშვიდზე მივიდა. 

ივანიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ეს ბიძინა ივანიშვილის პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც თქვა, რომ პოლიტიკიდან წავიდა.

ქართველი მუსიკოსი და ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ის პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა და კვლავ ირწმუნებოდა, რომ ქართული პოლიტიკიდან მიდიოდა.

კომენტარები