ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა 27 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი კი 0.67 თეთრით გამყარდა

დღეს, 2 აპრილს, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 0.67 თეთრით გამყარდა და დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.4343 გახდა. 

ახალი გაცვლითი კურსი ძალაში 3 აპრილიდან შევა. 

გამყარების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ, 1-ელ აპრილს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გასაყიდად გატანაა

გუშინ შემდგარ აუქციონზე 27  500 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

2021 წლის ეს რიგით მეხუთე სავალუტო აუქციონია.  საერთო ჯამში, სებ-მა წელს 187 მილიონი დოლარი გაყიდა. 
 

კომენტარები