მე-10 მოწვევის პარლამენტი

კახიშვილი: კანონით არ არის განსაზღვრული, ვინაა ჟურნალისტი – ყველაფერს სჭირდება რეგულაცია

მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მედიასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, რომელიც გულწრფელად მუშაობს, იმისთვის, რომ გააშუქოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ის საკითხი, რომელიც ჩვენს მიმართაც კრიტიკულია და ძალიან ბერვ კითხვის ნიშანს შეიძლება შეიცავდეს და პასუხებს მოითხოვდეს.  მაგრამ, ამავდროულად ყველაფერს სჭირდება რეგულაცია. ჩვენ ბოლო პერიოდში დავინახეთ, როდესაც ფაქტობრივად ქმედითი მექანიზმები პასუხის გაცემის არ არის. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაცა ტიპის სიუჟეტები, რომელიც აბსოლუტურად კავშირში არაა, ერთი პროცენტითაც კი, სიმართლესთან... ამიტომ, ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები.

მინდა, კითხვა დავუსვა თავად ჟურნალისტებსაც და საზოგადოებასაც. იმისთვის, რომ გახდე იურისტი, რა არის საჭირო, საჭიროა, დაამთავრო უნივერსიტეტი, ჩააბარო გამოცდები, მიმართულება აირჩიო, მერე კიდევ გამოცდები ჩააბარო და გახდები იურისტი. თუ გინდა მასწავლებელი, უნდა დაამთავრო რაღაც სასწავლებელი და წელიწადში ერთხელ გამოცდებს აბარებ. დღეს, საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი, ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ მედიას გულისხმობს, თუ რომელიც უბრალოდ იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და ამ სტატუსს დაწერს. ისე, სხვათა შორის, პალიტრაზე ორი წელი გადაცემა მიმყავდა, სტატუსებს მეც ვდებდი და ბლოგიც მიმყავდა კვირის პალიტრაში და შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი კახა კახიშვილი პარლამენტის სესიაზე. 

კომენტარები