გოგო წულაია

"არ იღებს საკვებს და წამლებს" – გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული, გოგი წულაია, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ისაუბრა.

"დღეს დამძიმდა მისი მდგომარეობა საგრძნობლად, წონასწორობა დაკარგა, წაიქცა, მცირე ხნით გონებაც დაკარგა, ხელის მტევნები გაუშავდა. 15 კილო დაკლებული აქვს წონაში, არ იღებს საკვებს და წამლებს, არის საფრთხის შემცველი მდგომარეობა, ამის გამო გადაწყვიტა ექიმთა პერსონალმა, რომ მისი საკანში დატოვება აღარ შეიძლება და გადაყვანილია ციხის საავადმყოფოში, იქ ჩაუტარდება სამედიცინო მკურნალობა". – ამბობს გოგი წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

გოგი წულაია 17 მარტს თავდაპირველად ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს მას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით).  

19 მარტს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე წულაიას გათავისუფლებას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა – სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები