გოგი წულაია

გოგი წულაიას პატიმრობა შეეფარდა

პირველი არხი

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფრომაცია ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. დაცვის მხარე წულაიას გათავისუფლებას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა – სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გოგი წულაია 17 მარტს თავდაპირველად ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გუშინ, 18 მარტს, მას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით).  დანაშაული 4-დან 6-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები