პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: მედიატორისგან შესაძლო შეთანხმებაზე ინფორმაციას და კონტურს ველოდებით

შეხვედრამდე არ ვაპირებ ვუპასუხო არც ბატონი კობახიძის და არცერთი სხვა მმართველი გუნდის წევრის საჯარო განცხადებას. ჩვენ ველოდებით მედიატორისგან ინფორმაციას და კონტურს შესაძლო შეთანხმების. მინდა დავადასტურო კიდევ ერთხელ და საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენი გულწრფელი სურვილი არის, რომ შეთანხმება შედგეს და ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ან უმძიმესი კრიზისიდან შეთანხმების გზით, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ეს სჭირდება ჩვენს ხალხს...

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ენმ-სთან და რესპუბლიკურ პარტიასთან შეხვედრის წინ ისაუბრა.

კომენტარები